პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრში ტეტანუსის აცრის მსურველთა რიგი დგას. თბილისში, ტაშკენტის #10-ში მდებარე ცენტრში აცრების გაკეთება დღეს, დილის 10.00 საათიდან განახლდა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, აცრის მსურველთა შორის არიან ძირითადად მოხალისეები, რომლებმაც სტიქიის ზონებში მუშაობისას გარკვეული დაზიანებები მიიღეს.
ცენტრში მივიდა ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძეც, რომელსაც ხელზე ჭრილობა აქვს.
ტეტანუსის აცრა საყოველთაო დაზღვევაში ჩართული პირებისთვის უფასოა.