ფანასკერტელის ქუჩაზე კლდის მასა ჩამოწვა

ფანასკერტელის ქუჩაზე კლდის მასა ჩამოწვა

თბილისში, ფანასკერტელის 12 ნომერში კლდის მასა ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

"ჩამოწოლილია კლდის მცირე მასა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისულები იყვნენ სამაშველო სამსახურის წარმომდგენლები. ვინაიდან სახიფათო მდგომარეობა არ ყოფილა, მაშველებმა ტერიტორია უკვე დატოვეს", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

არსებული ინფორმაციით, ქუჩაზე სახლის მშენებლობა მიმდინარეობს და კლდის ნაწილი მაშინ ჩამოწვა, როდესაც ნიადაგის მოსუფთავება მიმდინარეობდა.