მსოფლიოში ომის, კონფლიქტის ან დევნის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
გაერო-ს ანგარიშის თანახმად, 2014 წლის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვმა 60 მილიონი შეადგინა.
გაერო-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მხოლოდ გასულ წელს მათი რაოდენობა 8,3 მილიონით გაიზარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში 2014 წლის განმავლობაში ყოველდღიურად საშუალოდ 42 500 ადამიანი ხდებოდა იძულებული საკუთარი სახლი დაეტოვებინა.
როგორც გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლები აცხადებენ, ამის მთავარი გამომწვევი მიზეზი სირიის კონფლიქტი გახდა.