სამხრეთ კაროლინას შტატში ეკლესიაზე თავდასხმას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ კაროლინას შტატში ეკლესიაზე თავდასხმას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ კაროლინას შტატში ისტორიულ აფრიკულ-ამერიკულ ეკლესიაზე თავდასხმას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. "ბიბისის" ცნობით, თავდასხმა ჩარლსტონის ერთ-ერთ ტაძარში მოხდა. 
ქალაქის პოლიციის ცნობით, რვა ადამიანი ტაძარში სროლის დროს დაიღუპა, ერთი კი მოგვიანებით გარდაიცვალა. მათ შორისაა ეკლესიის პასტორიც. 

გავრცელებული ინფორმაციით, ეკლესიაში ცეცხლი 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მამაკაცმა გახსნა. სამართალდამცველები მას ეძებენ. პოლიციის ვარაუდით, მან თავდასხმა სიძულვილის ნიადაგზე განახორციელა.
 

ჩარლსტონში აფრიკული ქრისტიანული ტაძარი მე-19 საუკუნეში აშენდა და იგი ერთ-ერთი ყველაზე ძველი ეკლესიაა აშშ-ში.