ბინა და 100 000 დაზარალებულებს- საპატრიარქოს დახმარება

ბინა და 100 000 დაზარალებულებს- საპატრიარქოს დახმარება

თბილისში სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარების ფონდისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქო 100 000 ლარს გადარიცხავს.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, ყველაზე მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახს, ქალაქის მერიასთან შეთანხმებით, საპატრიარქო ასევე გადასცემს სამოთახიან ბინას, რომელიც მრევლმა საქართველოს საპატრიარქოს ახლახან შესწირა.

მისმა უწმინდესობამ ასევე მოუწოდა მღვდელმთავრებს, რათა ეპარქიებმა შესაძლებლობისამებრ გაიღონ დახმარება დაზარალებულთათვის.