ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა აჭარაში მსხვერპლით დასრულდა. "ოპელის" მარკის მანქანა მდინარე აჭარისწყალში გადავარდა. შემთხვევა ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე, სოფელ პირველ მაისში მოხდა. 
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ავარიის შედეგად დაიღუპa ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. 

ადგილზე საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის სამმართველოს მაშველები მუშაობდნენ. 

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.