მაშველებმა სტიქიის ზონაში ახალგაზრდა გოგონას ცხედარი იპოვეს

მაშველებმა სტიქიის ზონაში ახალგაზრდა გოგონას ცხედარი იპოვეს

მაშველებმა გამთენიისას ზოოპარკის ტერიტორიაზე ახალგაზრდა გოგონას ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილის ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის. ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. 
ადგილზე სპეციალური სამსახურები მათ შორის საჯარისო ნაწილები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. 

გაწმენდითი სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს. 

ამასთან, ოფიციალური მონაცმებით, ზოოპარკის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ცხედრის პოვნამდე, 13 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 18 იყო.