პეკინის ქ. #4-ში ვეფხვს ვერ მიაგნეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს და ტერიტორია დატოვეს.
ერთ-ერთმა მცხოვრებმა 112-ს შეატყობინა, რომ აღნიშნულ მისამართზე ვეფხვი დაინახა, რის შემდეგაც ტერიტორია სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა შეამოწმეს.
ცოტა ხნის წინ უშედეგოდ დასრულდა ძებნა ცინცაძის ქუჩაზეც, სადაც ასევე მტაცებელს ეძებდნენ. ცინცაძის ქუჩაზე სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებელი ვერ აღმოაჩინეს.
არსებული ინფორმაციით, ”ლაგუნა ვერესთან” ვეფხვის ლიკვიდაციის შემდეგ, ზოოპარკიდან დაკარგულად კიდევ ერთი ვეფხვი ითვლება.