კოსტავაზე ვეფხვის ძებნა უშედეგოდ დასრულდა

კოსტავაზე ვეფხვის ძებნა უშედეგოდ დასრულდა

თბილისში, კოსტავას ქუჩის შესახვევში ვეფხვის ძებნა უშედეგოდ დასრულდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძახების საფუძველზე ადგილზე გასულმა სპეცრაზმელებმა მტაცებელს ვერ მიაგნეს. 

აღნიშნულ მისამართზე მაშველები 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ. მოქალაქე იტყობინებოდა, რომ მტაცებელი ცხოველის ღრიალის ხმა ჩაიწერა.

სამართალდაცველები ჩანაწერთან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებენ.

”ლაგუნა ვერესთან” გუშინ ვეფხვმა ერთი ადამიანი დაგლიჯა. ვეფხვი ლიკვიდირებულია.