„ჩვენ გვაქვს ქრონომეტრაჟი, თუ როგორ მოხდა სტიქიის დროს სამაშველო სამსახურების გასვლა“

„ჩვენ გვაქვს ქრონომეტრაჟი, თუ როგორ მოხდა სტიქიის დროს სამაშველო სამსახურების გასვლა“

საგანგებო სიტუაციების მართვის ხელმძღვანელის ზვიად ქაწაშვილის განცხადებით, სტიქიის დროს საგანგებო სიტუაციებში პირველი ზარი 22:11 საათზე დაფიქსირდა.

ქაწაშვილის თქმით, სამაშველო სამსახურები პირველი ზარის დაფიქსირებიდან 3 წუთში მთელი თბილისის მასშტაბით იყვნენ გასულები.

„წყალდიდობა ჯერ ჩუღურეთის რაიონში დაიწყო, შემდეგ ვერეს ხეობაში მოხდა წყალმოვარდნა. დატბორვა ისე სწრაფად მოხდა, რომ 3-4 წუთში მთელი ტერიტორია დაიკავა. იმ წუთისთვის ვერეს ხეობაში მაშველები იმყოფებოდნენ. ჩვენ გვაქვს ქრონომეტრაჟი, თუ როგორ მოხდა სტიქიის დაწყებისთანავე გამოსვლები. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ მეხანძრე მაშველი ვერეს ხეობაში გარდაიცვალა. ის იყო ერთ-ერთი იმათთაგანი, ვინც უკვე აქ შრომობდა გამოძახების შემდეგ. გარდაცვალებამდე მას მოსწრებული ჰქონდა 7-8 ადამიანის სახიფათო ზონიდან გამოყვანა. ის და თავის მეწყვილე კიდევ 4 ადამიანის გადარჩენას ცდილობდნენ, როცა წყალი ადიდდა და მას მორი დაეჯახა“, - განაცხადა ზვიად ქაწაშვილმა.