სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო სტიქიის შედეგად დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს.
როგორც "პირWელს" უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში განუცხადეს, დაკარგულთა სიიდან, რომლის რაოდენობა ექვსს შეადგენდა, ერთი მოაკლდა და ივანე გელაშვილი ამ სიაში აღარ არის. რაც შეეხება პერსონალურ ინფორმაციას, როგორც საბჭოში აცხადეებნ, მასზე მეტი ინფორმაციის გასაჯაროების უფლება არ აქვთ.
უკანასკნელი მონაცემებით ექსპერტიზა დასრულდა და იდენტიფიცირებულია სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 17 ადამიანი, ხოლო დაკარგულად ითვლება 5 ადამიანი.