„სტიქიის მიზეზებთან დაკავშირებით, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო“

„სტიქიის მიზეზებთან დაკავშირებით, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო“

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, თბილისში მომხდარი სტიქიის მიზეზებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

გომელაურის თქმით, ექსპერტები მუშაობენ იმის გამოსაკვლევად, იყო თუ არა დარღვევები ნაგებობების მშენებლობის დროს.

„როგორც ვიცი, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და განცხადებას ისინი გააკეთებენ. ექსპერტები მუშაობენ გასარკვევად, თუ რამდენად დარღვევით არის აგებული შენობები და პანდუსები. ამაზე პასუხს ვერ გეტყვით. როცა ადამიანი იღუპება, მნიშვნელობა არ აქვს, რამე არასწორად იყო აგებული თუ ის სტიქიის მსხვერპლი გახდა“, - განაცხადა გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ვაკე-საბურთალოს ახალი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აკვირდება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, არსებული მონაცემები არ შეცვლილა - გარდაცვლლად 17, ხოლო დაკარგულად 5 ადამიანი ითვლება.

მინისტრის განმარტებით, სამუშაო ადგილებს 2 ახალი კერა დაემატა.