რუსეთის სამხედრო რიტორიკა საშიშია, - ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
"ამიტომაც ვამახვილებთ ჩვენ ამ საკითხზე ყურადღებას, ამიტომაც ვაძლიერებთ ჩვენი ძალების მზადყოფნას. ჩვენ რეაგირებას ვახდენთ იმისათვის, რომ ნატო მომავალშიც დარჩეს ალიანსად, რომელიც უზრუნველყოფს ყველა წევრი ქვეყნის ნებისმიერი საფრთხისგან დაცვას" , - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მანამდე კი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი 2015 წელს თავის ბირთვულ არსენალს 40-ზე მეტ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას შემატებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-მა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდის შესახებ განაცხადა.