პრემიერმა და თბილისის მერმა სვანიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს

პრემიერმა და თბილისის მერმა სვანიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თბილისის მერი დავით ნარმანია სტიქიის ზონაში სვანიძის ქუჩაზე იმყოფებოდნენ.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მერმა და ტექნოლოგიური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ პრემიერ-მინისტრს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია დეტალურად მიაწოდეს.

როგორც გვანცელაძემ აღნიშნა, გზა თითქმის მთლიანად გაწმენდილია და უახლოეს პერიოდში მისი გახსნა შესაძლებელი იქნება. ამ დროისთვის სვანიძის ქუჩაზე გზისა და შენობების ნაშალი მიწისგან გაწმენდა მიმდინარეობს. სვანიძის ქუჩის მცხოვრები ყველა ოჯახი გადაყვანილია სასტუმროებსა და დროებით თავშესაფარში, სადაც ისინი პირველადი საჭიროების ნივთებით და მედიკამენტებით არიან უზრუნველყოფილნი.