"მზიურის" პარკში ნაპოვნი მამაკაცი შესაძლოა, დავით გაბიტაშვილი იყოს

"მზიურის" პარკში ნაპოვნი მამაკაცი შესაძლია დავით გაბიტაშვილი იყოს. ამის შესახებ ინფორმაციას "მზიურის" პარკიდან "ინტერპრესნიუსის კორესპონდენტი იტყობინება.

ნაპოვნი მამაკაცის ვინაობის შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არ ავრცელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მათი ინფორმაციით, ცხედარს პროზექტურაშია გადასვენებული.

დავით გაბიტაშვილის 13 ივნისს ღამით დაიკარგა. არსებული ინფორმაციით, გაბიტაშვილი სტიქიის დროს ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

"მზიურის" ტერიტორიაზე სამაშველო სამუშაოების დროს მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი 40-დან 50 წლამდე მამაკაცია. მისი ცხედარი მდინარის პირას მოხალისეებმა იპოვეს და მაშველებს შეატყობინეს. მაშველების და მოხალისეების მიერ ეს უკვე მეოთხე ცხედარია, რომელიც ბოლო 24 საათის განმავლობაში "მზიურში" იპოვეს, მათგან ერთ-ერთი ივლიტა ჯიბუტია. "მზიურის" ტერიტორიაზე ნაპოვნია ასევე ინდირა ზარანდია და მაშველი ზურაბ მუზაშვილი.