ირაკლი ღარიბაშვილი:    ყველაფერი უმოკლეს დროში იქნება აღდგენილი

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველაფერი უმოკლეს დროში იქნება აღდგენილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან ერთად სვანიძის ქუჩის მცხოვრებლები მოინახულა და იქ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც პრემიერმა განაცხადა, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ყველა უბანზე მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები.

"ჩვენი ეროვნული გვარდია არის მობილიზებული. ჭარბად მუშაობენ ჩვენი მაშველები, ჩვენი პოლიციელები, ახალგაზრდები, მოხალისეები, სპორტსმენები, ყველა არის ჩართული ამ სამუშაოებში. მესმის, რთულია ამ ყველაფრის ყურება, მაგრამ მინდა ყველა დავამშვიდო, ყველა ოჯახი, ვინც დაზარალდა სტიქიის შედეგად, ყველას მაქსიმალურად დავეხმარებით. აქ დავმშვიდდეთ და ყველას მივცეთ მუშაობის საშუალება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე განმარტებით, მაქსიმალურად სწრაფად გამოსწორდება ყველა ის პრობლემა, რომელიც სტიქიამ შექმნა.

"ყველამ იმუშაოს მშვიდად და დროულად მოახდინონ გამოსწორება, ეს არის ყველაზე მთავარი, რომ არ მოხდეს სამუშაოებისთვის ხელის შეშლა. დანარჩენში ჩართულები ვართ, ყველაფერი იქნება უმოკლეს დროში აღდგენილი და რეაბილიტირებული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.