ამინდის შესაძლო გაუარესების გამო, ვერეს ხეობასა და ზოოპარკში გაწმენდითი სამუშაოები შეჩერდება

ამინდის შესაძლო გაუარესების გამო, ვერეს ხეობასა და ზოოპარკში გაწმენდითი სამუშაოები შეჩერდება

მდინარე ვერეს ხეობასა და ზოოპარკში გაწმენდითი სამუშაოები დროებით შეჩერდება. აღნიშნულის მიზეზი ამინდის მოსალოდნელი გაუარესებაა. როგორც ჟურნალისტებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ განუცხადა, ხევიდან მიმდინარეობს ტექნიკის და ადგილზე მომუშავე ხალხის გამოყვანა. მისივე თქმით, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა. აეროპორტის ტერიტორიზე სეტყვა უკვე დაიწყო. სუდაძის განმარტებით, სამუშაოების შეჩერების გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.