ეგვიპტის სასამართლომ მუჰამედ მურსის უვადო პატიმრობა მიუსაჯა

ეგვიპტის სასამართლომ მუჰამედ მურსის უვადო პატიმრობა მიუსაჯა

ეგვიპტის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ მუჰამედ მურსის უვადო პატიმრობა მიუსაჯა. "ბიბისის" ცნობით, ის სხვა ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ბრალდებული.

ცნობილი ხდება, რომ სასამართლომ "ძმები მუსლიმანების" კიდევ სამ ლიდერს სახელმწიფო ღალატისა და ჯაშუშობის ბრალდებით სიკდილით დასჯა მიუსაჯა.

ყოფილ ისლამისტ ლიდერს, ცოტა ხნის წინ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა კიდევ ერთი ბრალდების - 2013 წელს მასობრივი დემონსტრაციების დროს აქტივისტების წამებისა და დაკავების ბრძანების გაცემის გამო მიუსაჯეს. მუჰამედ მურსი 2013 წლის ივლისში გადააყენეს. იგი პირველი დემოკრატიული გზით არჩეული პრეზიდენტი იყო. მისი გადაყენების შემდეგ ეგვიპტის სათავეში მოსულმა მთავრობამ მოძრაობა "ძმები მუსლიმანები" აკრძალა, მისი ათასობით მხარდამჭერი კი დააკავა.