"მზიურის" პარკში უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც მუშაობენ

"მზიურის" პარკში ტერიტორიის დასუფთავებისთვის, ქართველ ახალგაზრდებთან ერთად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც მუშაობენ.

"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, "მზიურში" აფრიკის ქვეყნების მოქალაქეები იმყოფებიან, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. ისინი რამდენიმე წერტილში არიან განაწილებული და ქართველ მოხალისეებთან ერთად ცდილობენ, პარკი დაასუფთაონ.

"მზიურის" პარკში სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.