ლაშა აბაშიძის ინფორმაციით, სასტუმროებში 120 დაზარალებული ოჯახია დაბინავებული

ლაშა აბაშიძის ინფორმაციით, სასტუმროებში 120 დაზარალებული ოჯახია დაბინავებული

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" წევრებმა და კოალიციაში შემავალი სხვა ფრაქციების წარმომადგენლებმა ვაკის გამგებელ ლაშა აბაშიძისგან სტიქიის შედეგებზე ბოლო ინფორმაცია მოისმინეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საკრებულოდან აცნობეს, გამგებელმა დეპუტატებს სტიქიის ადგილებში არსებული ვითარება დეტალურად გააცნო და დაზარალებული ოჯახების სასტუმროებში განთავსებასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე ბოლო ინფორმაცია მიაწოდა. ლაშა აბაშიძის თქმით, სასტუმროებში დაბინავებულია 120 დაზარალებული ოჯახი. მისივე ინფორმაციით, ოჯახები პირველადი მომხმარების ნივთებით, ტანსაცმლით, მედიკამენტებით და საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფილია. გამგებელმა, ამავე შეხვედრაზე, საკრებულოს წევრებს უგზო-უკვლოდ დაკარგულ და დაღუპულ ადამიანებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

აბაშიძის თქმით, შექმნილია ზარალის აღმწერი ჯგუფები, რომლებიც სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას დეტალურად აღწერენ.