თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, 19 ივნისს, საკონცერტო დარბაზში დაგეგმილი ნატო მეტონიძის სოლო-კონცერტი გადატანილია 30 ივნისისთვის, "INTROსპექცია - ამბავი ჩვენზე" სტიქიის შედეგად დაზარალებულებს მიეძღვნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, იმ ადამიანებს, ვინც 19 ივნისისთვის კონცერტზე დასასწრები ბილეთები შეიძინეს 30 ივნისს იგივე ბილეთებით შეეძლებათ დარბაზში შესვლა. კონცერტის დაწყების დროც უცვლელია და 20:00 საათზე დაიწყება.
სტიქიის შედეგად დაზარალებულებს მიეძღვნება 28 ივნისს ნიკოლოზ რაჭველისა და მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინის ლიზა ბათიაშვილის საქველმოქმედო კონცერტი.