წყნეთის ქუჩა #13 კორპუსში მცხოვრები 11 ოჯახი საცხოვრებელი ბინების დატოვებაზე უარს აცხადებს

წყნეთის ქუჩა #13 კორპუსში მცხოვრები 11 ოჯახი საცხოვრებელი ბინების დატოვებაზე უარს აცხადებს

წყნეთის ქუჩა #13 კორპუსში მცხოვრები 11 ოჯახი საკუთარი საცხოვრებელი ბინების დატოვებაზე უარს აცხადებს, - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებაში.

საბჭოს ინფორმაციით, წყნეთის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწყობილია მდინარეზე მძიმე ტექნიკისთვის ჩასასვლელი გზა ნაპირსამაგარი სამუშაოების ჩასატარებლად.

"ჩატარდება გეოლოგიური კვლევა და მომზადდება შესაბამისი დასკვნა, რომლის შედეგად უნდა ჩატარდეს ნაპირსამაგრი სამუშაოები წყნეთის ქუჩაზე დამატებითი მიწის მასის ჩამოშლის თავიდან აცილების მიზნით. წყნეთის ქუჩა #13 კორპუსში მცხოვრები 11 ოჯახი უარს აცხადებს საკუთარი საცხოვრებელი ბინების დატოვებაზე. ეს ოჯახები საკუთარ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე", - ნათქვამია განცხადებაში.