"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სტიქციით დაზარალებულები მოინახულეს

,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გიგი წერეთელმა და სევდია უგრეხელიძემ სტიქიის შედეგად დაზარალებულები მოინახულეს.

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაიცით, ისინი იმყოფებოდნენ იმ სასტუმროებში, სადაც სტიქიით დაზარალებული ოჯახების უმეტესი ნაწილია შესახლებული.

,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაზარალებული ოჯახების საჭიროებებს გაეცვნენ და ჰუმანიტარული დახმარებაც მიიტანეს.

"ჩვენ საგანგებო შტაბი გვაქვს შექმნილი, სადაც საკმაოდ ბევრი შემოწირულობა შემოვიდა. დღეს სასტუმროებში, სადაც დაზარალებულები არიან განთავსებულნი, ნივთებს საჭირობის მიხედვით ვანაწილებთ. გვინდა მათ მდგომარეობა მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ.

ბევრი მოხალისეა და სოლიდარობა მაღალია, რაც ძალიან დასაფასებელია. სახელმწიფომ ხელსუფლებამ სწრაფად უნდა იმოქმედოს, რომ ამ ადამიანების ბედი დროულად გადაწყდეს", _ განაცხადა გიგი წერეთელმა.