"თბილისის მიკროავტობუსის" ინფორმაციით, მიკროავტობუსების უმეტესობა დადგენილი სქემით მოძრაობს

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" ინფორმაციით, მიკროავტობუსების უმეტესობა დადგენილი სქემით მოძრაობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ კოსტავადან (ტელევიზიიდან) ვარაზისხევის მიმართულებით მოძრავ მარშრუტებზე - 2, 15, 19, 61, 145, 202, რომლებიც შემოვლით გზებს გაივლიან.

"თბილისის მიკროავტობუსის" ინფორმაციით, აღნიშნული მიკროავტობუსები შემდეგი სქემით იმოძრავებენ: პეკინის ქუჩა, მერაბ კოსტავას ქუჩა, გმირთა მოედნის გვირაბი, მარჯვენა სანაპირო, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა. (ელბაქიძის აღმართი).