"მზიურში" კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

"მზიურში" მოხალისეებმა და მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოა.

ეს უკვე მესამე ცხედარია, რომელიც ბოლო 24 საათის განმავლობაში "მზიურში" იპოვეს, მათგან ერთ-ერთი ინდირა ზარანდია იყო, მეორე კი - მაშველი ზურაბ მუზაშვილი.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დრომდე სტიქიის შედეგად გარდაცვლილად 15 პირი ითვლებოდა.