პარლამენტი რიგგარეშე სხდომის გამართვის თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს

პარლამენტი რიგგარეშე სხდომის გამართვის თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს

პარლამენტი რიგგარეშე სხდომის დღეს გამართვის თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს. შესაბამის დღის წესრიგზე დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს. ისინი რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ბრძანებებს, რომლებიც სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს სხვადასახვა ქვედანაყოფების ჩართვას ეხება.

"კანონი ითვალისწინებს ისე როგორც სხვა შემთხვევებში, საკომიტეტო მომსმენას ამ საკითხზე. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი მზად არის იმისთვის, რომ საკითხი განიხილოს, თუ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ და აგრეთვე, მე თქენი თანხმობით უნდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, რომ დღეს 18:00 საათზე მოწვეული იქნას პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ამ ერთი საკითხით. სხდომა ჩატარდება ქუთაისში. აქაც მინდა განვმარტო, კონსტიტუცია ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობის დროს სხდომის გამართავს სხვა ადგილზე, გარდა პარლამენტის კონსტიტუციური ადგილსამყოფელისა, მაგრამ ჩვენ სამართლებრივად, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში არ ვიმყოფებდით. საგანგებო მდგომარეობა არ არის გამოცხადებული, რომელსაც თავისი რეჟიმი აქვს, მათ შორის, პარლამენტისთვის", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.