საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა.
"ქალაქ თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, გამოყენებულ იქნეს სახმელეთო ჯარები", - ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებაში, სადაც მითითებულია, რომ ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.