მაშველები ზოოპარკის ტერიტორიიდან მანქანების ამოყვანას აგრძელებენ

მაშველები ზოოპარკის ტერიტორიიდან მანქანების ამოყვანას აგრძელებენ

მაშველები თბილისის ზოოპარკის ტერიტორიიდან წყალსა და ტალახში ჩაფლული მანქანების ამოყვანას აგრძელებენ. როგორც "ინტერპრესნიუსის კორესპონდენტი იუწყება , ადგილზე სპეცტექნიკა – ამწეები და ექსკავატორები არის მობილიზებული, რომელთა დახმარებითაც წყალდიდობის შედეგად დაზიანებული მანქანები ტალახიდან ამოყავთ. სპეცტექნიკა მუშაობს ვაკე-საბურთალოს გზაზეც. ტერიტორია ნაშალი მასალისა და შლამისგან იწმინდება.

როგორც გმირთა მოედანზე თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვაკე-საბურთალოს ახალი გზა მას შემდეგ გაიხსნება, რაც მისი გაწმენდითი სამუშაოები სრულად დასრულდება. ასევე მოხდება მისი რეაბილიტაცია, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება.