სვანიძის ქუჩაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

სვანიძის ქუჩაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისში, სვანიძის ქუჩაზე სტიქის შედეგად დაზიანებული ქუჩის გაწმენდა მიმდინარეობს. ადგილზე მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები, ასევე მოხალისეები, რომლებსაც სახლებიდან გამოაქვთ დაზიანებული ნივთები. ასევე ტერიტორია იწმინდება წყლის შედეგად მოტანილი ტალახისგან.

სვანიძის ქუჩაზე ასევე დაზიანებულია თითქმის ყველა სახლი, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატორია, რომელსაც მოხალისეები ალაგებენ. ადგილზე იმყოფება უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავაც, რომელიც აცხადებს, რომ ეს ლაბორატორია სტუდენტებისთვის იყო უნიკალური. მისივე თქმით, უნივერსიტეტის ლაბორატორიაში სტუდენტები განსაკუთრებულ ცოდნას იღებდნენ. ლადო პაპავას განცხადებით, შესაძლოა, ლაბორატორიის აღდგენა მოხდეს, თუმცა ამას დასჭირდება ბევრი სამუშაოები.

მოხალისეებთან და თავდაცვის სამინისტროს დანაყოფთან ერთად ადგილზე მუშაობს ტექნიკაც, რომელიც მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებს.