"მზიურში" მიწაში ჩამარხული სასწრაფო დახმარების მანქანა იპოვეს

"მზიურში" მიწაში ჩამარხული სასწრაფო დახმარების მანქანა იპოვეს ვრცელდება ინფორმაცია, რომ "მზიურში" სასწრაფო დახმარების მანქანა იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ბრიგადამ მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო და სტიქიის შემდეგ მედპერსონალიდან არავის ეძებდნენ. შესაბამისად, სასწრაფოს ბრიგადის წევრები დაკარგულად არ ითვლებოდნენ.

"ინტერპრესნიუსის" ჯგუფი ვითარებაში გარკვევას ადგილზე შეეცდება.