6-დან 14 წლამდე ასაკის პატარები ბაკურიანის საზაფხულო ბანაკში ორ კვირას გაატარებენ.
სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ სვანაძის ქუჩაზე სტიქიით დაზარალებული ოჯახებიდან ბავშვების დასვენებას საკუთარ თავზე იღებს. კომპანიის დაფინანსებით 50-მდე ბავშვი ივლისში ბაკურიანში საზაფხულო ბანაკში გაემგზავრება.
"ჯიპიაი ჰოლდინგი" იმედს გამოთქვამს, რომ ბანაკში ბავშვებს საშუალება მიეცემათ გაერიდონ დაძაბულ გარემოს, თანატოლებთან ერთად დაისვენონ მშვიდ და კომფორტულ პირობებში და პროფესიონალების დახმარებით, მაქსიმალურად სწრაფად შეძლონ სტრესისგან რეაბილიტაცია.