გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში მომხდარი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო.
გაერო-ს ლტოლვილთა კომისარიატი გადაუდებელი ნივთებით დატვირთულ ვერტმფრენებს აგზავნის წყნეთი-ბეთანიის მიმართულებით. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ წერილშია აღნიშნული, ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დახმარება აღმოუჩინონ სტიქიით დაზარალებულებს.
„ჩვენი გუნდი დილიდან ინარჩუნებს მთავრობასთან კონტაქტს დახმარების გზების განსაზღვრის მიზნით. UNHCR-ს გადაუდებელი დახმარების ნივთები უკვე იტვირთება სამთავრობო ვერტმფრენზე, რომელიც წყნეთი-ბეთანიის მიმართულებით გაემგზავრება. ჩვენი სატვირთო მანქანები იტვირთება და მზადყოფნაშია საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დახმარების გასაწევად“, - ნათქვამია კომისარიატის მიერ გავრცელებულ წერილში.