მაშველებმა დაკარგული გურამ პეტრიაშვილის ცხედარი იპოვნეს

მაშველებმა დაკარგული გურამ პეტრიაშვილის ცხედარი იპოვნეს

სვანიძის ქუჩაზე გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობისას, სამაშველო ჯგუფებმა სახლის ნანგრევებში, გარდაცვლილი გურამ პეტრიაშვილის ცხედარი აღმოაჩინეს.

ორ სართულიანი სახლი მთლიანად დანგრეულია. გარდაცვლილი სახლის პირველ სართულზე ნახეს. სვანიძის ქუჩაზე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. ადგილზე სამაშველო სამსახურები და მოხალისეთა ჯგუფებია მობილიზებული, რომლებიც გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობენ.