თბილისის ქუჩებში საავტომობილო მიმოსვლა კიდევ უფრო გართულებულია. "ინტერპრესნიუსი" ინფრომაციით, საცობებია არა მარტო სტიქიის ზონის ახლო პერიმეტრზე, არამედ დედაქალაქის სხვა ცენტრალურ, თუ გარე უბნებში, მათ შორის რთული ვითარებაა ისნის გვირაბთან. აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილების მსურველი მოქალაქეების ინფორმაციით, ავტომანქანით ისნის გვირაბში შექმნილ საცობებში ხანგრძლივი დროით უწევთ ყოფნა.
InterPressNews.Geაღნიშნულის პარალელურად ადგილობრივი მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის – კერძოდ, ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქტების დეფიციტის გამო წუხს. მათი მტკიცებით, დილიდან ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაკლებობაა.