ზოოპარკის ტერიტორიაზე კიდევ ერთი გადარჩენილი ცხოველი იპოვეს

ზოოპარკის ტერიტორიაზე კიდევ ერთი გადარჩენილი ცხოველი იპოვეს

ზოოპარკის ტერიტორიაზე 13 ივნისის სტიქიას გადარჩენილი კიდევ ერთი გადარჩენილი ცხოველი იპოვეს. მაშველებმა ცოტა ხნის წინ შლამიდან გარეული ტახი ამოიყვანეს. ცხოველი უკვე მოათავსეს უსაფრთხო ადგილას.

"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ინფორმაციით, ზოოპარკის ტერიტორიაზე ამ წუთებში გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო, დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები, შეიარაღებული ძალები და მოხალისეები. ისინი ტერიტორიას შლამისგან ათავისუფლებენ.

ამასთან, დღის პირველ ნახევარში მაშველებმა ნიანგის გადარჩენაც მოახერხეს.