სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ეროვნული გვარდიის ჩართვის თაობაზე პრეზიდენტმა ბრძანება გამოსცა

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ეროვნული გვარდიის ჩართვის თაობაზე პრეზიდენტმა ბრძანება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა და სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდლმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის ჩართვის თაობაზე ბრძანება გამოსცა.

"ქ. თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამხედრო ძალების ქვედანაყოფი - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდია", - ნათქვამია პრეზიდენტის N 3 ბრძანებაში.

სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ამავე ბრძანების მიხედვით, აღნიშნული ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.