ირაკლი ღარიბაშვილი:     ჩვენ ამ გასაჭირს ერთად გადავიტანთ

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ამ გასაჭირს ერთად გადავიტანთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს არის საყოველთაო გლოვის დღე და ისინი სიონის ტაძარში პატრიარქის თხოვნით შეიკრიბნენს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სიონის საკათედრო ტაძარში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ პანაშვიდის დასრულების შემდეგ განუცხადა, ის კიდევ ერთხელ უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.

"მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს იმისთვის, რომ ამ დღეს ჩვენ ყველანი გაგვაერთიანა. დღეს კიდევ ერთხელ მივუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს, დაკარგულების ოჯახებს. ჩვენ გვინდა ვუსურვოთ მხნეობა, ჩვენ გვესმის რომ ძალიან მძიმეა ეს წუთები მათთვის, მაგრამ ჩვენ ამ გასაჭირს, ამ განსაცდელს ერთად გადავიტანთ დარწმუნებული ვარ", - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაკარგულთა და გარდაცვლილთა თაობაზე ახალი ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ.