"ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, დაღუპული ახალგაზრდების ოჯახებს"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

ოზურგეთის გამგებელი თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„მიმძიმს ასეთ დროს საჭირო სიტყვების პოვნა. ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, დაღუპული ახალგაზრდების ოჯახებს. მადლობა ექიმებს, ძალოვნებს, მაშველებს, იმ უამრავ მოხალისეს, ვინც ტრაგედიის პირველივე წუთებიდან ასრულებს თავის ადამიანურ და მოქალაქეობრივ ვალს. ერთად შევებრძოლოთ ამ დიდ ტკივილს და არ დავკარგოთ იმედი ფეხზე დადგომის“, - აღნიშნულია გამგებლის სამძიმრის წერილში.