საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას სთხოვს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, არ ისარგებლონ ავტომანქანებით , - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
"თბილისში არის სერიოზული პრობლემები, ჩვენ სამუშაოს განხორციელებაში გვექმნება სერიოზული პრობლემები. ამიტომ მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო მოსახლეობას გარდაუვალი აუცილებლობის გარდა, ნუ ისარგებლებენ მანქანებით, რადგან ეს სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის სამუშაოების განხორციელებაში და აფერხებს მუშაობას", - განაცხადა პრემიერმა და მოქალაქეებს სთხოვა, ამას გაგებით მოეკიდონ.