თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად "ლიბერთი ბანკში" და "თიბისი ბანკში" სპეციალური ანგარიშები გაიხსნა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მადლობას უხდის "ლიბერთი ბანკსა" და "თიბისი ბანკს" მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად გამოიჩინეს.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, დღეიდან, 15 ივნისიდან ყველა მსურველს შეუძლია "ლიბერთი ბანკში" და "თიბისი ბანკში" გახსნილ სპეციალურ ანგარიშებზე გადარიცხოს თანხა, რომელიც 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად მიიმართება.
ანგარიშების ნომრებია: "ლიბერთი ბანკი" ადგილობრივი გადარიცხვებისთვის (ვალუტა- ლარი):GE27LB0010045017001717 LBღთGE22
საერთაშორისო გადარიცხვებისთვის (ვალუტა - USD, EUR, GBP): JSC LIBERTY BANK SWIFT: LBღთGE22 GE27LB0010045017001717
"თიბისი ბანკი" : #13JUNE GE67თB1100000036082020 – GEL; GE67TB1100000036082020 – USD; GE34TB1100000361808808 – EUR Swift: TBCBGE22