პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემოდ სიმბოლური აქცია მიმდინარეობს.
კერძოდ, მოწყობილია ადგილი, სადაც მიაქვთ ყვავილები, ანთებულია სანთლები.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანოზაცია მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ გვერდში ამოვუდგეთ. ახალგაზრდობა დღეს განსაკუთრებით სოლიდარულია, ჩართულები არიან სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ვეხმარებით ქალაქს ამ პრობლემის დაძლევაში და მოვუწოდებთ ახალგაზრდებს კიდევ უფრო აქტიურები ვიყოთ. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ეს სიმბოლური ღონისძიებაა და ვისურვებდით, რომ ოჯახებს შევუმსუბუქოთ ის ტკივილი, რომელიც მიადგათ", - განაცხადა "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი გვილავამ.
ის იმყოფებოდა გარემოსა და ბუნებრივი დაცვის რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილიც.
"გლოვის დღესთან დაკავშირებით თანამშრომლებთან ერთად გადავწყვიტეთ, პატივი მიგვეგო დაღუპულთა ხსოვნისთვის და ამას სიმბოლური ხასიათი მივეცით. დაშვებულია დროშები სახელმწიფო უწყებებზე", - განაცხადა აგულაშვილმა.