მაშველებმა ზოოპარკის ტერიტორიაზე ნიანგი იპოვეს

მაშველებმა ზოოპარკის ტერიტორიაზე ნიანგი იპოვეს

მაშველებმა ზოოპარკის ტერიტორიაზე ნიანგი იპოვეს. ცოცხალი ნიანგი ზოოპარკის ქვედა ნაწილში შლამში იყო ჩაფლული. მაშველებმა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა მისი ამოყვანა შეძლეს. ნიანგი უკვე ზოოპარკში მოწყობილ აკვარიუმში უვნებლად ჩასვეს.

ზოოპარკის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან დასუფთავების სამსახურის, სამაშველო სამსახურისა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.