თბილისის მეტროპოლიტენი დღეს დილიდან მგზავრებით გადატვირთულია. მეტროპოლიტენის მგზავრთა რაოდენობის გაზრდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების გართულებამ გამოიწვია.
როგორც თბილისის მეტროპოლიტენში აცხადებენ, რომ მგზავრთა რაოდენობა აშკარად მომატებულია და მეტროპოლიტები შეუფერხებლად მუშაობს.
მეტროში არსებული ვითარების ფოტოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
დედაქალაქში დილიდან ავტოტრანსპორტით გადაადგილება გართულებულია. სტიქიის შედეგად დაზიანებული და გადაკეტილი გზების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია და თითქმის მთელი ქალაქის მასშტაბით საცობებია.
თბილისში მომხდარი სტიქიის გამო საგზაო–სატრანსპორტო მოძრაობის რეჟიმი შეიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, გადაადგილება შეიზღუდა შემდეგ ქუჩებზე: ბახტრიონის ქუჩასთან მდებარე გვირაბი დაკეტილია და ნაკადი ვერ იმოძრავებს ამირეჯიბის გზატკეცილის (ვერის ახალი გზა)მიმართულებით, მოძრაობა დასაშვებია ბახტრიონის, პეკინის და საბურთალოს ქუჩების მიმართულებით; ვეფხი და მოყმესთან და მტკვრის მარჯვენა (მთლიანად) სანაპიროზე მოძრაობა აკრძალულია; თამარ მეფის მარჯვენა პანდუსთან მოძრაობა დაკეტილია ლაგუნა ვერის მიმართულებით; მოძრაობა დაშვებულია თამარ მეფის პანდუსის გავლით "თბილისი ცენტრალი"-სკენ და ცინცაძის ქუჩით; მოძრაობა InterPressNews.Geდაკეტილია ფილარმონიასთან გმირთა მოედნის მიმართულებით. ფილარმონიიდან ავტომანქანები იმოძრავებენ ელბაქიძის ქუჩის და თავისუფლების მოედნის მიმართულებით; ელბაქიძეზე ჩასულ ავტოტრანსპორტს შეუძლია იმოძრაოს გალაქტიონის ხიდის გავლით მარჯანიშვილის ქუჩის მიმართულებით; ელბაქიძის ქუჩიდან მოძრაობა აკრძალულია მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით და ავტოტრანსპორტს შეუძლია იმოძრაოს გალაკტიონის ხიდის გავლით მარჯანიშვილის მოედნისკენ; მოძრაობა დაკეტილია მარჯვენა სანაპიროზე რესტორან "ძველ სახლთან"; ვირსალაძის ქუჩიდან ჩამოსულ ნაკადს შეუძლია იმოძრაოს მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმართულებით; ავლაბრის მოედნიდან ჩამოსული ავტომანქანები იმოძრავებენ მხოლოდ მარცხენა სანაპიროს მიმართულებით; პერიოდულად საცობის აცილების მიზნით თავისუფლების მოედნიდან ტრანსპორტი იმოძრავებს კონკის მიმართულებით; კრწანისის მოედნიდან წამოსული ტრანსპორტი მოძრაობს მხოლოდ ლესელიძის ქუჩით და მეტეხის ხიდის გავლით მარცხენა სანაპიროსკენ და საცობის წარმოქმნის შემთხვევაში, გულუას ქუჩაზე მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ორთაჭალჰესის გავლით.