თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.
"ინტერპრესნიუსი" დაკარგულთა ვინაობის შესახებ ინფორმაციისთვის როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დაუკავშირდა, თუმცა როგორც აღნიშნულ საბჭოში განმარტეს, მონაცემები ამ ეტაპზე ზუსტდება.
"დაღუპულთა და დაკარგულთა მონაცემების დაზუსტება სწორედ ამ წუთებში მიმდინარეობს. შესაბამისად, მათი ვინაობა, ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი", - განაცხადეს კრიზისების მართვის საბჭოში.
ამ დროისთვის, სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 9 ადამიანის შესახებ მოიპოვება ინფორმაცია. სტიქიას ემსხვერპლნენ ნუგზარ ბუაძე, ეგიაზაროვის ოჯახის 4 წევრი, მარიამ ქუთელია, გულიკო ჭიტაძე და მისი მეუღლე, ინდირა ზარანდია. კიდევ სამი გარდაცვლილის ვინაობა უცნობია.
სოციალურ ქსელებსა და მედიაში კი, ოთხი დაკარგულის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. ამ დრომდე ვერ ხერხდება გურამ პეტრიაშვილის, ივლიტა ჯიბუტის, ლიზა ზარანდიას, სერკო კაპანაძის და იმ ტაქსის მძღოლის პოვნა, რომლის ავტომობილითაც სერგო კაპანაძე და ლიზა და ინდირა ზარანდიები გადაადგილდებოდნენ.
ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად 12 ადამიანი გარდაცვლილი, ხოლო 24 დაკარგულად ითვლება.