ნატოს-გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
"საშინელი დღე იყო თბილისში წყალდიდობის შედეგად. ჩემი ღრმა მწუხარება იმ ოჯახებს, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს. ჩვენი ფიქრები იმ ათასობით ადამიანთანაა, რომლებიც დაზარალდნენ", - წერს ჯეიმს აპატურაი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
სტიქიის შედეგად დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც, მათ შორის ლიტვის პრეზიდენტი და ესტონეთის საგარეო უწყება.