მე-11 კლასელთა საატესტატო გამოცდა, შესაძლოა, საშემოდგომოდ გადაიტანონ

მე-11 კლასელთა საატესტატო გამოცდა, შესაძლოა, საშემოდგომოდ გადაიტანონ

მე-11 კლასელთა საატესტატო გამოცდა, შესაძლოა, საშემოდგომოდ იყოს გადატანილი. სტიქიით გამოწვეულმა შედეგებმა ცვლილებები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გეგმებშიც შეიტანა.
როგორც მინისტრმა თამარ სანიკიძემ გუშინ, საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა, დღეს დაგეგმილი პრეტესტი გაუქმდა, რადგან გარკვეულ სკოლებში არის პრობლემა ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით. მისივე თქმით, იმსჯელებენ ჩატარდეს თუ არა ხვალისთვის დაგეგმილი საატესტაციო გამოცდა. საქმე ეხება მე-11 კლასელთა გამოცდას, რომელიც სანიკიძის თქმით, შესაძლოა საშემოდგომოდ გადაიტანონ.

თამარ სანიკიძემ საგანგებო შტაბს სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

"დილიდან აღიწერა თბილისის ყველა სკოლა, დაახლოებით 10 საჯარო სკოლას მიადგა მინიმალური ზარალი. ხდება ზარალის გამოსწორება, ერთი კერძო სკოლაა, "მომავლის სკოლა", რომელიც მზიურის ტერიტორიაზე მდებარეობს, საფუძვლიანად დაზარალდა და ცუდ მდგომარეობაშია. დანარჩენ სკოლებში ჩვეულებრივად წავა პროცესი", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.