საქართველოს ყველა ეკლესია-მონასტერში დღეს, 12:00 საათზე გლოვის ზარები დაირეკება

საქართველოს ყველა ეკლესია-მონასტერში დღეს, 12:00 საათზე გლოვის ზარები დაირეკება

საქართველოს ყველა ეკლესია-მონასტერში დღეს, 12:00 საათზე გლოვის ზარები დაირეკება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს, გლოვის ზარების დარეკვის შემდეგ სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II პანაშვიდსა და პარაკლისს აღავლენს. 

"ა.წ. 14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურებისა და ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა სულის საოხად ორშაბათს, 15 ივნისს, გლოვის დღეს, საქართველოს ყველა ეკლესია-მონასტერში 12:00 საათზე დაირეკება გლოვის ზარები და გადახდილი იქნება პანაშვიდი, შემდგომ კი - სამშვიდობო პარაკლისი. პანაშვიდსა და პარაკლისს სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.