ავლაბრის სასახლის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა სახელმწიფო უწყებების შენობებზე საქართველოს დროშები დაუშვეს.
ეროვნული დროშის დაშვება თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა პატივსაცემად გამოცხადებული გლოვის დღის ფარგლებში განხორციელდა.
სახელმწიფო უწყებებზე ეროვნული დროშა დაშვებული 15 ივნისს, მთელი დღის განმავლობაში იქნება. საქართველოში 15 ივნისი გლოვის დღედ მთავრობის განკარგულებით გამოცხადდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თბილისში წუხანდელმა სტიქიამ 12 ადამიანი იმსხვერპლა.