სტიქიით დაზარალებულებს დროებითი საცხოვრებლით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან უზრუნველყოფენ

სტიქიით დაზარალებულებს დროებითი საცხოვრებლით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან უზრუნველყოფენ

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, მერიასთან თანამშრომლობით, იმ ოჯახიების დროებით საცხოვრებლებს დააფინანსებს, რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ. "პრეზიდენტის პოზიციაა, არც ერთი ადამიანი არ დარჩეს უსახლკაროდ, ვინც სტიქიამ დააზიანა. შესაბამისად, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვიტილება, სარეზერვო ფონდიდან, მერიასთან თანამშრომლობით დააფინანსოს ყველა იმ ოჯახის დროებითი საცხოვრებლი, ვინც უსახლკაროდ დარჩა", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა საბურთალოს რაიონში მცხოვრები სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის ნაწილი მოინახულა.