ურბანისტ ნიკო კახეთელიძის განცხადებით, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზა საერთოდ არ უნდა გაკეთებულიყო და ამ პროექტს ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა.
ურბანისტის თქმით, უნდა გათვალისწინებულიყო მდინარე ვერეს ფაქტორი, რომელიც რამდენიმე წლის გამოშვებით სიურპრიზებს აწყობს.
"მომხრე ვიყავი, ამ ტერიტორიაზე ყოფილიყო "მზიურის" პარკი, გამწვანებული ზონა, რომელიც დღეს ასე აკლია ქალაქს. მე მაშინ გადაცემა მქონდა რადიო "უცნობში" და ვიხვეწებოდი, რომ მოსულიყვნენ და ამ თემაზე ესაუბრათ. ცოტას აღმოაჩნდა მაშინ სითამამე, რომ მოსულიყვნენ და აზრი გამოეთქვა. მე უშუალოდ მქონდა შეხება ამ პროექტთან და მინდა გითხრათ, რომ არ არსებობს პროექტი. თუ არსებობს, წარმოადგინონ ავტორებმა, ვანხავთ რა პროექტია. არ ჩატარებულა გეოლოგიური კვლევაც. ის კვლევები, რაც ამ პროექტში დევს, ხარვეზიანია. ამას არ ჰქვია პროექტი, რის მიხედვითაც გზის აშენება ქვია", - განაცხადა ურბანისტმა გადაცემა "2030"-ში.